TuttoJuve

Juve per sempre sarà

გატი:“ ვიცით, რომ ამ სეზონში ნაჩვენები შედეგები იუვენტუსისთვის საკმარისი არ არის“

იუვენტუსის მცველმა ფედერიკო გატიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„როდის დავბრუნდები მოედანზე ? ჩემი ნება რომ იყოს, მოედანს არც არასოდეს დავტოვებდი. სამწუხაროდ, ტრავმის გამო ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვერ ვვარჯიშობ. ხვალ სირბილს განვაახლებ და ვნახოთ, როდის შევძლებ გუნდის დახმარებას. ახლა სეზონის უმნიშვნელოვანესი მომენტია და სამწუხაროა, რომ თანაგუნდელებს ვერ ვეხმარები.

„ჩემპიონთა ლიგის საგზური ? ეს არის პროგრამა მინიმუმი და ჩვენ ვალდებულები ვართ, ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ. წინ გასვლაზე 2 ურთულესი და უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება, რომლებიც ბევრ რამეს გადაწყვეტენ. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ.

„შედეგები ? ჩვენი მიზანი ყოველთვის ყველა მატჩში გამარჯვებაა, იმის მიუხედავად, თუ რა ტურნირზე ვთამაშობთ. იუვენტუსში მოსვლის დღიდან გამარჯვების სურვილით ვსუნთქავ და მესმის, რომ ამ სეზონში ჩვენი შედეგები საკმარისი არ არის, მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა, რომ სირთულეები ჩვენ უფრო ძლიერებს გხვდის და იმედი მაქვს, ესეც ანალოგირუი შემთხვევაა.

„ტუდორი ? ის წლების განმავლობაში იუვენტუსის ფეხბურთელი იყო, მან გუნდის შიდა სამზარეულო კარგად იცის, რომელიც სხვა გუნდებს არ ჰგავს. მან გუნდს თავისი ხელი უკვე დაატყო და ეს მათ შორის წარსულზე საუბრით გააკეთა.

„ჩემი მომავალი ? მე ტურინიდან ვარ და ჩემი ქალაქის გუნდის რიგებში თამაში არის ყველაფერი, რაც ოდესმე მიოცნებია.“

error: დაცული კონტენტი !