TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გატი იუვენტუსთან კონტრაქტს მომდევნო კვირაში გაახანგრძლივებს

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსის წარმომადგენლები ფედერიკო გატის აგენტს მომდევნო კვირაში შეხვდებიან და ახალი კონტრაქტის თაობაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევას ეცდებიან.

გატი ტიაგო მოტას გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მოიაზრება, ამიტომ ტურინულ გრანდს მისი ხელშეკრულების 2028 წლიდან 2029 წლამდე გახანგრძლივება სურს, იტალიელის გასამრჯელო კი 2.3 მილიონამდე გაიზრდება.

ფედერიკოს მიმართ ინტერესს არაერთი ინგლისური გუნდი იჩენდა, თუმცა ფეხბურთელის პრიორიტეტი ტურინულ გრანდში დარჩენაა და ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება პრობლემა არ უნდა იყოს.