TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დი გრეგორიო ტურინშია და იუვენტუსს დღეს შეუერთდება

როგორც მოსალოდნელი იყო, მიკელე დი გრეგორიო გუშინ ტურინში ჩავიდა, დღეს კი ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იუვენტუსის რიგებს ოფიციალურად შეუერთდება.

იუვენტუსი სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო კიპერს 1-წლიანი იჯარით გაიფორმებს, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით. მონცა საერთო ჯამში 20 მილიონ ევროს მიიღებს.

მიკელე გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი გასამრჯელო 2 მილიონი და ბონუსები იქნება.