TuttoJuve

Juve per sempre sarà

ფენერბაჰჩემ კოსტიჩის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

იტალიური წყაროების ცნობით, ფენერბაჰჩემ იუვენტუსთან ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

სერბი ვინგერი ტურინული გრანდის გეგმებში აღარ შედის და ბიანკონერის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მისი გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი.

Tuttomercato-ს ცნობით, კოსტიჩის გუნდში ხილვა ჟოზე მოურინიოს სურს და თურქები მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 7-8 მილიონი ევროს გადახდის წინააღმდეგები არ არიან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სურს თუ არა თავად კოსტიჩს კარიერის თურქეთში გაგრძელება.

31 views
error: დაცული კონტენტი !