TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

არა მხოლოდ კიეზა, რომა არტურის ტრანსფერზეც მუშაობს

რომა უახლოეს პერიოდში იუვენტუსს ფედერიკო კიეზას თაობაზე პირველი წინადადებით მიმართავს, თუმცა გუნდები პარალელურად არტურის ტრანსფერსაც განიხილავენ.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის და ტურინულ გრანდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მისი საბოლოოდ გაყიდვა სურს.

ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, იუვენტუსს არტურის სანაცვლოდ 15-20 მილიონის მიღება უნდა. რომას გარდა, ბრაზილიელი ფეხბურთელის გაფორმებით ნაპოლი, ნიუკასლი და ევერტონიც ინტერესდებიან.