TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფეიენორდმა იუვეს ჰანცკოს ფასი შეუთვალა

იუვენტუსი ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე ფეიენორდის დავიდ ჰანცკოა, მაგრამ მისი გაფორმება იანვარში მარტივი არ იქნება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნიდერლანდელები მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ და სხვა ფორმულას არც კი განიხილავენ.

ბიანკონერის ამ თანხის გადახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ გუნდი იანვარში ვინმეს გაყიდვას მოახერხებს.