ფაჯოლის ტრანსფერით ნაპოლიც ინტერესდება
იანვარში იუვენტუსიდან ნიკოლო ფაჯლის შესაძლო წასვლის თაობაზე ხმები იტალიურ მედიაში სულ უფრო აქტიურად ისმის.
Tuttomercato-ს ცნობით, ფაჯოლი ტიაგო მოტასთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელი არ არის და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში, იუვე მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.
წყაროს ინფორმაციით, ბიანკონერი იტალიელის სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვს. ნიკოლოს გაფორმებით ნაპოლი ინტერესდება, სადაც ფეხბურთელის ხილვა ანტონიო კონტეს სურს, ამის გარდა კი ფაჯოლის სახელი ინგლისურ გუნდებსაც დაუკავშირეს.