არტურს მსურველები მოუმრალვდა
იუვენტუსი არტურის გაშვებაზე მუშაობას აგრძელებს და ბრაზილიელი ფეხბურთელი მსურველების ნაკლებობას არ განიცდის.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელის მიმართ იტალიაში ინტერესს ბოლონია და კომო იჩენენ, იტალიის გარეთ კი მისი ტრანსფერით მარსელი, ბენფიკა და რეალ ბეტისი ინტერესდებიან.
იუვენტუსს არტურის 15 მილიონად გაყიდვის იმედი აქვს, თუმცა არც მის იჯარაზე იტყვის უარს, თუ დაინტერესებული მხარე ხელფასის სრულად დაფარვას დათანხმდება.