ევერტონი მაკკენი-არტურის დუეტის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
SportMediaset-ის ჟურნალისტის ჯანი ბალძარინის ინფორმაციით, ევერტონი იუვენტუსის ნახევარმცველების უესტონ მაკკენისა და არტურის ტრანსფერებზე მუშაობას აგრძელებს.
მაკკენი და არტური ტიაგო მოტას გეგმებში არ შედიან და ტურინულ გრანდს მისი გაყიდვა სურს, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლი მათ სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს, ინგლისელებს კი იუვენტუსის დუეტის 25 მილიონის ფარგლებში გაფორმება უნდა.
გუნდებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა მათ საერთო ენის გამოსანახად ბევრი მუშაობა მოუწევთ.