ევერტონი გატის თაობაზე წინადადებას ამზადებს
ევერტონი მომდევნო დღეებში იუვენტუსთან ფედერიკო გატის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.
SportWitness-ის ცნობით, იტალიელი მცველი ინგლისური გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე იქნება.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსს გატის სანაცვლოდ 20-25 მილიონის გამომუშავება სურს, ინგლისელებს კი ფედერიკოს გაფორმება დაახლოებით 15 მილიონად სურთ, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
