TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბრემერის მიმართ ინტერესს მანჩესტერიც იჩენს

ლივერპულის შემდეგ, იუვენტუსის მცველის გლეისონ ბრემერის გაფორმების სურვილი მანჩესტერ იუნაიტედმაც გამოთქვა.

SportWitness-ის ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელი ზაფხულში წითელი ეშმაკების ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე იქნება და მისი გამოსასყიდი თანხის – 54 მილიონის გადახდა პრობლემა არ იქნება.

ბრემერი ტორინოსთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს და არ არის გამორიცხული, ბრაზილიელმა იუვენტუსის მაისურით აღარ ითამაშოს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)