TuttoJuve

Juve per sempre sarà

დისასი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში რჩება

იუვენტუსი დაცვის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს და რონალდ არაუხოსთან ერთად, კრისტიანო ჯუნტოლის კიდევ ერთი მცველის გაფორმება აქვს გადაწყვეტილი.

ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ბიანკონერის ერთ-ერთი სამიზნე ჩელსის უკანახაზელი აქსელ დისასი გახლავთ.

26 წლის ფეხბურთელი ლონდონური გუნდის გეგმებში აღარ შედის და იუვენტუსს მისი იჯარით გაფორმების იმედი აქვს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

51 views
error: დაცული კონტენტი !