TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დი ლორენცოს აგენტი:“ იუვენტუსთან არანაირი შეთანხმება არ გვქონია“

გასულ კვირებში იუვენტუსს ნაპოლის კაპიტანს ჯოვანი დი ლორენცოს აქტიურად უკავშირებდნენ, თუმცა საბოლოო ჯამშო ანტონიო კონტემ ფეხბურთელის დარწმუნება შეძლო და იტალიის ნაკრების უკანახაზელი პარტენოპეის რიგებში რჩება.

ამ თემაზე კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა გააკეთა.

„გასულ კვირებში ჩვენ რამდენიმე გუნდს ვესაუბრეთ და რომ არა კონტე, დი ლორენცო ნაპოლის აუცილებლად დატოვებდა, თუმცა ანტონიომ ჩვენი დარწმუნება შეძლო, რომ ჯოვანი გუნდის პროექტის მნიშვნელოვან ნაწილად და ნაპოლის კაპიტნად რჩება.

„შეთანხმება იუვენტუსთან ? არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. იუვენტუსის წარმომადგენლებს ვესაუბრე, თუმცა მათ გარდა მოლაპარაკებები სხვა რამდენიმე გუნდთან გვქონდა.“