TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ლესტერმა სულეს ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტა, რომა გამოკვეთლი ფავორიტია

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ლესტერმა მატიას სულესთან დაკავშირებით იუვენტუსთან მოლაპარაკებები შეწყვიტა.

წყაროს ცნობით, გუნდებმა საერთო ენის გამონახვა შეძლეს, მაგრამ თავად ფეხბურთელს იტალიის დატოვება არ სურს და თუ მას იუვენტუსიდან წასვლა მოუწევს, კარიერის რომაში გაგრძელება უნდა.

გამოცემის ინფორმაციით, ბიანკონერის გეგმები არ იცვლება. თუ რომა სულეს სანაცვლოდ მოთხოვნილ 30 მილიონ ევროსა და ბონუსებს არ გადაიხდის, არგენტინელი ტალანტი იუვენტუსში დარჩება.