TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დი გრეგორიო:“ იუვენტუსში ყოფნის გამო ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ“

იუვენტუსის ახალწვეულმა მიკელე დი გრეგორიომ იუვენტუსში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„მე ბევრი მეუბნებოდა, რომ იუვენტუსში გადასვლა გამარჯვებისთვის დაუსრულებელ ბრძოლას ნიშნავს. ჩემი და გუნდის ამბიციები ერთმანეთს ემთხვევა, ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივი და ბედნიერებაა.

„ჩემი ბოლო მატჩი მონცას რიგებში სწორედ იუვენტუსის წინააღმდეგ იყო, რომელშიც ბიანკონერის ქომაგებმა ტაში დამიკრეს და ჩემს სახელს სკანდირებდნენ, რაც ძალიან ემოციური იყო.

„ჩემი მიზნები იუვენტუსში ? განვითარება, გუნდის ისტორიაში ჩემი სახელის დატოვება და იუვენტუსის რიგებში უამრავი ტიტულის მოპოვება.

„რას ვეტყოდი ქომაგებს ? ერთი სული მაქვს, როდის გიხილავთ Allianz Stadium-ზე და როდის დავიწყებთ ერთად ბრძოლას!“