ბოლო ინფორმაცია იუვენტუსის ლაზარეთიდან…
სანაკრებო პაუზა დასასრულს უახლოვდება და ტიაგო მოტას ემპოლისთან მატჩისთვის მოსამზადებლად სულ 2 დღეღა დარჩა.
იუვენტუსის განკარგულებას ლაზარეთდან დაუბრუნდა ვასილიე აჯიჩი, ახალგაზრდა ტალანტმა გასული დღეები სრული დატვირთვით ივარჯიშა და დიდია ალბათობა, ის მოედანზე პირველივე წუთიდან ვიხილოთ.
არგენტინის ნაკრებში ითამაშა და გოლის გატანაც შეძლო ნიკო გონსალესმა, ამიტომ მისი თამაში ემპოლის წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგას.
გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს ტიმოთი ვეამ და ხეფრენ ტურამმა, ისინი მომდევნო შეხვედრაში იუვეს განაცხადში იქნებიან და საჭიროების შემთხვევაში გუნდს სკამიდან გააძლიერებენ.
ფრანცისკუ კონსეისაუ და არკადიუშ მილიკი კი ტურინულ გრანდს ემპოლისთან ვერ დაეხმარებიან. პოლონელი ფორვარდის დაბრუნება ნაპოლისთან მატჩისთვის იგეგმება, კონსეისაუ კი სავარაუდოდ თვის ბოლომდე ვერ ითამაშებს.