TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ასტონ ვილა კიეზას სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის გადახდის წინააღმდეგი არ არის

ბოლო საათებში ასტონ ვილა ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და ფეხბურთელის გაფორმებას ცდილობს.

Tuttomercato-ს ცნობით, ინგლისელებს კიეზას სანაცვლოდ მოთხოვნილი 25 მილიონი ევროს გადახდა არ გაუჭირდებათ, ამიტომ თუ მათ იტალიელთან საერთო ენა გამონახეს, ტრანსფერის დახურვას ხელს ვეღარაფერი შეუშლის.

იუვენტუსს თავის მხრივ მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს და ფედერიკოს წასვლის შემთხვევაში, ტურინული გრანდი მანჩესტერიდან ჯეიდონ სანჩოს გაფორმებას ეცდება.