დელ პიერო:“ გუნდებს იუვენტუსის აღარ ეშინიათ, მოტამ ეს უნდა გამოასწოროს“
იუვენტუსის ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ, ვინც გუშინ ბოლონიასტან მატჩს დაესწრო, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„იუვენტუსმა ბოლომდე იბრძოლა და ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით ქულა მოიპოვა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
„გუნდს დიდი პრობლემები აქვს, ტრავმირებულთა სიას ამჯერად ანდრეა კამბიაზო შეემატა, ის იუვენტუსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, მისი დაზიანება სერიოზული არ არის.
„უნდა აღინიშნოს, რომ იუვენტუსის მეტოქეები თავს კომფორტულად გრძნობენ და ბიანკონერის შიში აღარ აქვთ, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.“