TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დე შილიო:“ იუვენტუსმა თავის გამოჩენის შანსი არ მომცა“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა მატია დე შილიომ, ვინც ტურინულ გრანდს ემპოლის რიგებში სერია ა-ს მომდევნო ტურში დაუპირისპირდება, პრეს-კონფერენციაზე იუვენტუსსაც შეეხო.

„იუვენტუსის დატოვება ? ჩემთვის იმის გაგება, რომ გუნდის პროექტის მიღმა ვიყავი დარჩენილი, ძალიან დიდი დარტყმა იყო. ბოლო პერიოდი ჩემთვის ძალიან რთული გახლდათ და ბედნიერი ვარ, რომ ახლა ემპოლის რიგებში ვარ.

„მატჩი იუვეს წინააღმდეგ ? ეს მოტივაციას კიდევ უფრო მმატებს. მინდა დავუმტკიცო, რომ მათ შეცდომა დაუშვეს, როდესაც ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი არ მომცეს.“