იუვე პინსოლიოსა და პერინს კონტრაქტებს გაუხანგრძლივებს
იუვენტუსმა მატია პერინისა და კარლო პინსოლიოს კონტრაქტებზე მუშაობა დაიწყო.
ორივე ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტები გუნდთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და ბიანკონერის მათი შენარჩუნება სურს.
იუვენტუსი 34 წლის პინსოლიოს კონტრაქტის ერთი, პერინს კი 2 წლით გახანგრძლივებას შეთავაზებს.