TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

შტუტგარტთან მატჩის შემდეგ, დანილოს იუვენტუსიდან იანვარში წასვლა კიდევ უფრო რეალური ხდება

გუნდში არსებული ტრავმებისა და გადატვირთული გრაფიკის ფონზე, დანილომ შტუტგარტთან მატჩში იშვიათი შანსი მიიღო, თუმცა ბრაზილიელმა მისი გამოყენება ვერ შეძლო.

დანილომ მთელი შეხვედრის მანძილზე რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რასაც წითელი ბარათი და შტუტგარტის 11-მეტრიანი დაემატა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რატომ არ მიიჩნევა ის ტიაგო მოტას გუნდის მნიშვნელოვან წევრად.

Tuttomercato-ს ცნობით, გუშინდელი მატჩის შემდეგ, დანილოს დრო კიდევ უფრო შეიზღიდება და დიდია ალბათობა, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გუნდი იანვარშივე დატოვოს, რადგან მას ნაკრებში ადგილის შენარჩუნება უნდა, ამისთვის კი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.