დანილო:“ იუვე ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია“
იუვენტუსის ყოფილმა კაპიტანმა დანილომ გუნდის ოფიციალურ არხთან ისაუბრა.
„იუვენტუსი ჩემი კარიერის, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდია, რადგან სწორედ აქ ვისწავლე, თუ რას ნიშნავს ითამაშო ამ ფერებისთვის, ამ მაისურისთვის.
„მე იუვენტუსში ვისწავლე, თუ რას ნიშნავს ითამაშო არა მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ეს გიყვარს და ეს შენი პროფესიაა, არამედ იმიტომ რომ ეს ფერები შენთვის უმნიშვნელოვანესია.
„ჩემი შვილები ტურინში გაიზარდნენ, მათთვის იუვენტუსი უპირველესია და მათ გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, ჩვენ ბრაზილიაში არ დავბრუნდებოდით.
„ქომაგების თბილი დახვედრა იუვე-ლეჩეს მატჩამდე ? ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან ემოციური და მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
