TuttoJuve

Juve per sempre sarà

ჩავი იუვენტუსში მოტას პოტენციურ შემცვლელად…

ფრანგული მედიის ინფორმაციით, იუვენტუსმა ლეგენდარული ესპანელის ჩავი ერნანდესის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა და მას ტიაგო მოტას პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს.

გამოცემა L’Equipe-ს ცნობით, ამ მომენტისთვის მოტას იუვენტუსიდან გაშვება არ იგეგმება, თუმცა ბიანკონერის ხელმძღვანელობას სურს მზად იყოს, თუ იტალო-ბრაზილიელმა სპეციალისტმა სიტუაციის გამოსწორება ვერ შეძლო და საბოლოო ჯამში ბიანკონერის ხელმძღვანელობამ ახალი მწვრთნელის მიყვანა გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, ჩავი ბარსელონას დატოვების შემდეგ უსაქმოდ არის დარჩენილი და იუვენტუსს მისი გაფორმება ნებისმიერ დროს შეუძლია…