ატლეტიკოს ვინგერი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში
იტალიელი ჟურნალისტის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი ატლეტიკოს გარემარბის როდრიგო რიკელმეს ტრანსფერით ინტერესდება.
24 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარის წესით ჟირონას რიგებში გაატარა და თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა, რის შემდეგაც ის ატლეტიკოში დაბრუნდა, თუმცა რიკელმე მადრიდელების გეგმებში არ შედის და მის გაყიდვას გეგმავენ.
ესპანელი შემტევის სანაცვლოდ ატლეტიკო 25-30 მილიონ ევროს ითხოვს. იუვენტუსის გარდა, მის მიმართ ინტერესს რომა იჩენს.