TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბრემერი:“ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის საგზურით ვერ დაკმაყოფილდება“

გლეისონ ბრემერმა მილანთან მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.

მაქს ალეგრის წინასამატჩო კომენტარი იხილეთ აქ.

„გუნდის პროგრესი ? ჩვენ სეზონის სტარტიდან მოყოლებული ძალიან განვვითარდით. ბოლო თვეებში გუნდს კვირაში მხოლოდ ერთი მატჩის გამართვა უწევს, რაც ჩვენ ვარჯიშისთვის მეტ დროს გვაძლევს და ეს ყველაფერი მოედანზე აისახება.

„სპალეტიმ გუნდი რთულ პერიოდში ჩაიბარა და ჩვენ ერთად მუშაობისთვის ბევრი დრო არ გვქონია, თუმცა ნელ-ნელა გუნდი მის იდეებს უკეთ უღებს ალღოს და ჩვენ როგორც თამაშის ხარისხის, ასევე შედეგების მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს.

„ხვალინდელი მატჩის მნიშვნელობა ? ხვალ ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რომელში გამარჯვებაც ჩვენს პროგრესს კიდევ ერთხელ დაამტკიცებს. მაქს ალეგრის კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომ წინ ურთულესი დაპირისპირება გველოდება, თუმცა ვიცით, რომ ხვალ გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ უდიდეს ნაბიჯს გადავდგამთ.

„ალეგრი სპალეტის წინააღმდეგ ? ორი შესანიშნავი მწვრთნელი. ალეგრისთან ერთად მე დაცვით ფაზაში ბევრი რამ ვისწავლე, სპალეტი კი მეტ დომინაციას და კონტროლს მოითხოვს, რის გაკეთებასაც ჩვენ სულ უფრო უკეთ ვახერხებთ.

„სპალეტის ახალი კონტრაქტი ? მან იუვენტუსზე მოსვლის დღიდან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. უკვე 6 წელია, რაც იუვენტუსს არ მოუგია და ეს გუნდისთვის მიუღებელია. მე აქ თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ უკვე 29 წლის ვარ, ბევრი დრო არ დამრჩა და მინდა, გამარჯვებას დავუბრუნდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„იუვენტუსში შენ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებით ბედნიერი ვერ იქნები, ეს გუნდის ისტორიასა და DNA-ს ეწინააღმდეგება. ვიცით, რომ სეზონი პოზიტიურად უნდა დავასრულოთ, შემდეგ სეზონში კი უფრო ამბიციური მიზნისთვის ვიბრძოლოთ.

„ალისონის პოტენციური ტრანსფერი ? მე მასთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. ალისონი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კიპერია, მაგრამ ჩვენ პერინი და დი გრეგორიო გვყავს, ისინი შესანიშნავები არიან.

„გოლები და ასისტები ? მე ამ ასპექტებზე ვმუშობ. ეს ჩემი ძირითადი მოვალეობა არ არის, მაგრამ მინდა, გუნდს ორივე ფაზაში დავეხმარო.

„იმედგაცრუება მიმდინარე სეზონში ? რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის საგზური არა საბოლოო მიზანი, არამედ პროგრამა მინიმუმია. ჩვენ როგორც სერია ა-ში, ასევე იტალიის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე მეტი შეგვეძლო, მაგრამ ახლა ამ თემაზე ფიქრის დრო არ არის.“


მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !