ბრემერი ბაიერნის ერთ-ერთ სამიზნედ რჩება
Calciomercato-ს ინფორმაციით, გლეისონ ბრემერი ბაიერნის ერთ-ერთი პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნეა.
წყაროს ცნობით, სპალეტის ბრაზილიელი ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს, თუმცა თუ გერმანელები მისი გამოსასყიდი თანხის გადახდას დათანხმდნენ, ყველაფერი თავად ბრემერის გადასაწყვეტი იქნება.
არ არის გამორიცხული, ბაიერნმა ბრემერის ტრანსფერში კიმ მინ-ჯეს გამოყენება სცადოს, რომელიც ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი ფავორიტი მცველია.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
