TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბონუჩი:“ მოტა დიდებული მწვრთნელია, იუვეს დატოვება ალეგრის გამო მომიწია“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ Sky Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ტიაგო მოტა ? ის თავის საქმეს შესანიშნავად ართმევს თავს, როგორც მოედანზე, ასევე კომუნიკაციის მხრივ. იუვენტუსმა ახალგაზრდა ფეხბურთელები გაიფორმა, მათ იუვენტუსის მენტალიტეტის გაგება და მასთან ადაპტაცია მოუწევთ, თუმცა ტიაგო ძალიან კარგი მწვრთნელია და მასთან ერთად გუნდი კარგ ხელშია. შეხედეთ ლოკატელის, მას ალეგრის ფეხბურთში თავისი ხარისხის წარმოჩენა უჭირდა, ახლა კი ძალიან კარგად გამოიყურება.

„სარი ? ის იუვენტუსში ცუდ დროს მოვიდა, მაურიციო და რონალდუ ერთმანეთს ვერ იტანდნენ.

„კონტე ? მან იუვენტუსში ახალი ეპოქა დაიწყო. გუნდი, რომელმაც ზედიზედ 9 სკუდეტო მოიგო, ძალიან ძლიერი, ფაქტობრივად შეუჩერებელი იყო.

„მილანში გადასვლა ? იუვენტუსიდან წასვლა ალეგრისთან უთანხმოების გამო მომიწია. მე წინადადებები სიტისა და პსჟ-სგან მქონდა, მაგრამ იტალიის დატოვება არ მსურდა. მილანმა დამარწმუნა, რომ გუნდში ახალი ციკლი იწყებოდა, მე კი მილანის კაპიტანი და ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ვიქნებოდი, თუმცა სეზონის ბოლოს ყველაფერი ჩამოიშალა და მითხრეს, რომ მილანში ჩემი ადგილი აღარ იყო.“