TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: პოგბას დისკვალიფიკაცია 18 თვემდე შემცირდა

TAS-მა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ პოლ პოგბას დისკვალიფიკაცია 4 წლიდან 18 თვემდე შემცირდა.

პოლს გუნდთან ერთად ვარჯიშის განახლება იანვრიდან შეეძლება, ოფიციალურ მატჩში მონაწილეობის მიღების უფლება კი მარტში ექნება.

დისკვალიფიკაციის შემცირების მიუხედავად, პოლი იუვენტუსის გეგმებში არ შედის და მხარეები კონტრაქტის ორმხრივად შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტაზე უკვე მუშაობენ.