ბოლონია ლუკუმის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის შემცირების წინააღმდეგი არ არის
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ბოლონიას მცველის ჯონ ლუკუმის მიმართ ინტერესს იუვენტუსი, რომა და ბორნმუთი იჩენენ.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის – 28 მილიონი ევროს გადახდა არც ერთ გუნდს არ სურს, რადგან მისი კონტრაქტი ბოლონიასთან მომდევნო სეზონის ბოლოს იწურება და იტალიელებს მისი გაყიდვა მიმდინარე ზაფხულში მოუწევთ.
დი ნატალეს თქმით, ბოლონია სავარაუდოდ ლუკუმის 20-22 მილიონი ევროს ფარგლებში გაშვებას დათანხმდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
