იუვენტუსი და პსჟ შეთანხმებასთან ახლოს არიან
იუვენტუსის ინსაიდერის ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, იუვენტუსი და პსჟ რანდალ კოლო მუანის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი ფრანგი ფორვარდის იჯარით გაფორმებას ცდილობს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც მარტივად შესრულებადი პირობების შემდეგ, რაც მაგალითად სეზონის ზედა ათეულში დასრულებაა, სავალდებულო გახდება.
პსჟ კოლოს სანაცვლოდ საერთ ჯამში 30 მილიონსა და ბონუსებს ითხოვს და თუ პარიზელები იუვენტუსის ფორმულას დათანხმდებიან, იუვე ამ თანხის გადახდის წინააღმდეგი არ არის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
