TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ატალანტა კოპმეინერსს ო’რაილის გაფორმების შემდეგ გაუშვებს

იუვენტუსსა და ატალანტას შორის ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება.

Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტის ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, ლა დეას ნიდერლანდელი ფეხბურთელის გაშვება არ სურს, მაგრამ მისი პოზიცია ნათელია, კოპმეინერსს იუვენტუსში გადასვლა უნდა და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ლა დეამ 55 მილიონზე უარი თქვას და ფეხბურთელის ძალით შენარჩუნება გადაწყვიტოს.

ატალანტა სელტიკიდან მატ ო’რაილის ტრანსფერზე მუშაობს და მისი გაფორმება კოპმეინერსის ტურინისკენ გზას გაუხნის.