ბორნმუთის მცველი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში
ტოდიბოს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ (დეტალები იხილეთ აქ), იუვენტუსი ფრანგი მცველის ალტერნატივების ძიებას შეუდგა და კრისტიანო ჯუნტოლის ერთ-ერთი სამიზნე ბორნმუთის უკანახაზელი მარკოს სენესი გახლავთ.
27 წლის არგენტინელი ცენტრალური მცველის გაფორმება ტურინულ გრანდს დაახლოებით 25-30 მილიონი ევროს ფარგლებში შეეძლება.
ფეხბურთელის მიმდიანრე კონტრაქტი ინგლისელებთან 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში, ბორნმუთი მის გაშვებაზე უარს არ იტყვის.