იუვენტუსმა გალენოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
იუვენტუსი პორტუს ვინგერის გალენოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ტურინულმა გრანდმა ბრაზილიელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უვკე შეათანხმა.
Tuttomercato-ს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი იუვენტუსტან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი შემდგომში 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით, გასამრჯელოს სახით კი 3 მილიონსა და ბონუსებს მიიღებს.
მოლაპარაკებები გრძელდება პორტუსთანაც, ფეხბურთელის ტრანსფერში იუვენტუსს კონკურენციას რამდენიმე ინგლისური გუნდი უწევს, მაგრამ თავად გალენოს ტურინში თამაში სურს და სხვა წინადადებების განხილვაზე უარს ამბობს.