არსენალი და ლივერპული ილდისის ტრანსფერით ინტერესდებიან
ბრიტანული მედიის ცნობით, ინგლისური გრანდები იუვენტუსის ტალანტის კენან ილდისის ტრანსფერით ინტერესდებიან.
CaughtOffside-ს ინფორმაციით, თურქი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არსენალი და ლივერპული იჩენენ და მის გაფორმებას სეზონის ბოლოს ეცდებიან.
ილდისმა იუვენტუსთან კონტრაქტი ახლახანს 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, ის ტურინული გრანდის პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად მოიაზრება, ამიტომ კენანის გუნდიდან წასვლა ამ მომენტისთვის ფაქტობრივად გამორიცხულია.