TuttoJuve

Juve per sempre sarà

ამერიკული გუნდი მაკკენის ტრანსფერით ინტერესდება

ამერიკული გამოცემა USA Today-ს ინფორმაციით, MLS-ის გუნდი ცინცინატი იუვენტუსის ნახევარმცველის უესტონ მაკკენის ტრანსფერით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, ამერიკელები ნახევარმცველის გასაფორმებლად ტურინულ გრანდს 12-13 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

მაკკენის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე უკვე დიდი ხანია ვერ თანხმდებიან, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე კი მისი გუნდში დარჩენა ფაქტობრივად გამოირიცხა, ამიტომ კრისტიანო ჯუნტოლი ფეხბურთელის გაყიდვაზე მუშაობას უკვე შეუდგა და შესაძლოა ამერიკული გუნდი შესანიშნავი გამოსავალი იყოს…

32 views
error: დაცული კონტენტი !