TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

შესნის ტრანსფერით ამერიკული გუნდები ინტერესდებიან

ვოიცეხ შესნი არის იუვენტუსის ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც კონტინასას ბაზაზე ჯერ არ დაბრუნებულა და აშკარაა, რომ ის მიმდიანრე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს დატოვებს.

შესნის გასულ კვირებში აქტიურად არაბულ გუნდებს უკავშირებდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში ტურინულ გრანდს მის სანაცვლოდ არანაირი წინადადება არ მიუღია.

SportItalia-ს ცნობით, პოლონელ კიპერს მსურველები MLS-ში გამოუჩნდა და იუვენტუსი მისი სრულიად უფასოდ გაშვების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ პრობლემა შესნის წლიური გასამრჯელო – 6 მილიონი ევროა…