კონსეისაუ იუვეს სიაში დაბრუნდა
ჯეიდონ სანჩოს, კარემ ადეიემისა და გალენოს ტრანსფერებზე არსებული სირთულეების ფონზე, პორტუს ვინგერი ფრანცისკო კონსეისაუ ტურინული გრანდის სიაში დაბრუნდა.
La Stampa-ს ინფორმაციით, კიეზას გაყიდვის შემდეგ კონსეისაუ კრისტიანო ჯუნტოლის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე იქნება.
წყაროს ცნობით, პორტუ 21 წლის ტალანტის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონ ევროს ითხოვს.