კიელინი იუვენტუსში ბრუნდება
იუვენტუსის ლეგენდარული ფეხბურთელი ჯორჯო კიელინი უახლოეს კვირებში ტურინული გრანდის რიგებს დაუბრუნდება.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ჯორჯონე ტიაგო მოტას სტაფის რიგებს წევრი არ გახდება, ის უფრო საოფისე საქმეებით იქნება დაკავებული.
წყაროს ინფორმაციით, კიელინის იუვენტუსში დაბრუნება სექტემბერში იგეგმება.