TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ალბანეზე:“ ტურამის იუვენტუსში ტრანსფერი დროის საკითხია“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, კეფრენ ტურამის ტრანსფერი ტურინული გრანდის რიგებში ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

„ტურამის იუვენტუსში ტრანსფერი დროის საკითხია. გუნდს სწამს, რომ ეს არის შესაძლებლობა, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, ამიტომ ჯუნტოლი მის გასაფორმებლად ყველაფერს გააკეთებს.“

ტურამმა იუვენტუსში ტრანსფერზე თანხმობა უკვე განაცხადა და ახლა მოლაპარაკებები გუნდებს შორის მიმდინარეობს.