რაბიო რეალს უახლოვდება
იტალიური წყაროების ცნობით, ადრიენ რაბიო დიდი ალბათობით იუვენტუსს დატოვებს და კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს.
ფრანგი ფეხბურთელის მიმდიანრე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 30 ივნისს იწურება და როგორც ჩანს, რაბიო ბიანკონერისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აღარ აპირებს.
რაბიოს მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს, თუმცა მათ შორის ყველაზე მეტად რეალი აქტიურობს. ბლანკოსი ტონი კროოსის შემცვლელის ძიებაშია და კარლო ანჩელოტის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ფრანგი ფეხბურთელი გახლავთ.