TuttoJuve

Juve per sempre sarà

ფროზინონე ნონგეს ტრანსფერზე მუშაობს

სერია ბ-ში დაქვეითებული ფროზინონე იუვენტუსის ტალანტის ჯოზეფ ნონგეს ტრანსფერზე მუშაობს.

SportMediaset-ის ინფორმაციით, ფროზინონეს, სადაც გასულ სეზონში იჯარის წესით მატიას სულე, კაიო ჟორჟე და ენცო ბარენეჩეა ასპარეზობდნენ, ფეხბურთელის იჯარით გაფორმება სურს, მისი შემდგომში გამოასყიდვის პერსპექტივით.

ფროზინონეს გარდა, ნონგეს მიმართ ინტერესს ნიცაც იჩენს და არის ალბათობა, რომ იუვენტუსმა ის კეფრენ ტურამის ტრანსფერში გამოიყენოს.

38 views
error: დაცული კონტენტი !