ვულვზი და ნიუკასლი არტურის ტრანსფერზე მუშაობენ
როგორც ფეხბურთელის აგენტმა დაადასტურა (იხილეთ აქ), არტური ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსს დატოვებს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე ამ მომენტისთვის ყველაზე აქტიურად ინგლისური ვულვზი და ნიუკასლი მუშაობენ.
წყაროს ცნობით, ბიანკონერი არტურის იჯარით გაშვებას აღარ აპირებს და მის სანაცვლოდ 15-20 მილიონ ევროს ითხოვს.