დი მარციო:“ იუვენტუსს საერთაშორისო გამოცდილების მწვრთნელი სურს“
ჯანლუკა დი მარციომ იუვენტუსში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„იუვენტუსში პროექტის ახალი ფაზა დგება, რომელსაც კიელინი-კომოლის დუეტი უხელმძღვანელებს, თუმცა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გადაწყვეტილებას სწორედ უკანასკნელი მათგანი მიიღებს.
„კომოლის გუნდში საერთაშორისო გამოცდილების მქონე მწვრთნელის ხილვა სურს. დიდია ალბათობა, იუვენტუსმა პრემიერ ლიგის ერთ-ერთი სპეციალისტის გაფორმება სცადოს.“