TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

გუნდში არსებული ცვლილებების ფონზე, იუვენტუსმა ფეხბურთელებთან ახალ კონტრაქტებზე მუშაობა დროებით შეაჩერა

იუვენტუსის მენეჯმენტში ცვლილებები გრძელდება, ამიტომ უახლოეს პერიოდში ფეხბურთელებთან ახალი კონტრაქტების თაობაზე დაგეგმილი მოლაპარაკებები აღარ გაიმართება.

ფედერიკო გატის იუვენტუსთან კონტრაქტი მიმდინარე კვირის ბოლოდმე უნდა გაეხაგრძლივებინა, თუმცა გატის აგენტთან მოლაპარაკებებს კრისტიანო ჯუნტოლი აწარმოებდა, ვინც ბიანკონერის რიგებს უახლოეს საათებში ოფიციალურად დატოვებს, ამიტომ იტალიელი მცველის ახალი კონტრაქტის გაფორმება დროებით გადაიდო.

შეჩერებულია მოლაპარაკებები უესტონ მაკკენისთანაც, ვისი კონტრაქტიც გატის მსგავსად 2026 წლის ზაფხულში იწურება. იუვენტუსს ამერიკელთან ახალი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს, თუმცა სიტუაციას მისი აგენტის მიერ მოთხოვნილი მაღალი საკომისიო ართულებს.

error: დაცული კონტენტი !