იუვენტუსი რაბიოს საბოლოო პასუხის მოლოდინშია
იუვენტუსი ადრიენ რაბიოს ახალ კონტრაქტზე მუშაობას აგრძელებს და უახლოეს დღეებში გრანგისგან საბოლოო პასუხს ითხოვს.
ჯოვანი ალბანეზეს ცნობით, იუვენტუსი ფრანგს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვით მისი გასამრჯელო სეზონში 7 მილიონი ევრო იქნება, გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში კი მისი ხელშეკრულება კიდევ 1 სეზონით გახანგრძლივდება.
წყაროს ცნობით, ფრანგის დარჩენა პირადად ტიაგო მოტას სურს, რომელმაც რაბიოსთან სატელეფონო საუბარი უკვე გამართა.