TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი კოპმეინერსის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

იუვენტუსსა და ატალანტას შორის ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

SportItalia-ს ინფორმაციით, ტურინულ გრანდს და ნიდერლანდელ ფეხბურთელს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია და ფეხბურთელი იმედოვნებს, გუნდებს შორის შეთანხმება შედგება.

ატალანტა ნიდერლანდელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს და დათმობაზე წასვლას არ აპირებს, ამ თანხის გადახდას კი იუვენტუსი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ გუნდი მატიას სულეს და დინ ჰეისენს გაყიდის.