მაკკენის კონტრაქტის გახანგრძლივებას აგენტის საკომისიო აფერხებს…
იუვენტუსი უესტონ მაკკენის ახალ კონტრაქტზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა ჯერჯერობით მხარეები ვერ თანხმდებიან.
SportItalia-ს ცნობით, იუვენტუსმა უშუალოდ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე რამდენიმე კვირაა შეათანხმა, თუმცა პრობლემა მისი აგენტის მიერ მოთხოვნილი მაღალი საკომისიოა, რის გადახდასაც იუვენტუსი არ აპირებს.
წყაროს ინფორმაციით, თუ უახლოეს პერიოდში სიტუაცია არ შეიცვალა, ბიანკონერი ამერიკელის გაშვებას, ვისაც მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, არ გამორიცხავს.