ილდისი:“ რთული მატჩი, მაგრამ ჩვენ მიზანს მივაღწიეთ“
კენან ილდისმა ვენეციასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ეს ძალიან რთული, დაძაბული და ემოციებით სავსე მატჩი იყო, რომელშიც სასურველი შედეგი მოვიპოვეთ და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ, რაც გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.
„მინდა ქომაგებს და გუნდის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო, ჩვენ მოედანზე ყველაფერი დავდეთ და მიზანს მივაღწიეთ, რის გამოც ბედნიერი ვარ.“