TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსსა და ალ-ნასრს შორის შესნის თაობაზე მოლაპარაკებები რთულდება

იტალიელი ჟურნალისტის რუდი გალეტის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ალ-ნასრს შორის ვოიცეხ შესნის ტრანსფერის თაობაზე გარკვეული სირთულეებია.

წყაროს ცნობით, არაბებმა პოლონელი კიპერის ტრანსფერზე მუშაობა დროებით შეაჩერეს და ლივერპულის ფეხბურთელის ალისონის გაფორმებას ცდილობენ.

გალეტის თქმით, ალისონი ამ მომენტისთვის ევროპის დატოვებას არ აპირებს და თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, ალ ნასრი ვოიცეხ შესნის კანდიდატურას დაუბრუნდება.