მოტას იუვენტუსში ჯეიდონ სანჩოს ხილვა სურს
იუვენტუსი ფედერიკო კიეზას პოტენციური შემცვლელების ძიებას აგრძელებს და Tuttosport-ის ინფორმაციით, ტიაგო მოტას პრიორიტეტული სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს.
წყაროს ცნობით, იტალო-ბრაზილიელ სპეციალისტს ტურინული გრანდის რიგებში მანჩესტერ იუნაიტედის შემტევის ჯეიდონ სანჩოს ხილვა სურს.
გამოცემის ინფორმაციით, მანჩესტერი ინგლისელს 40-45 მილიონ ევროდ აფასებს, იუვენტუსი კი, კიეზას გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, მის იჯარით გაფორმებას ეცდება, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.